ორიგინალი
„დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
აიპრესი·06:53

„დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან

26 ნოემბერი, 2026 · 06:53

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაახლოებით ათი საკითხი დააყენა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ჰუმანიტარულ სფეროს ეხება და „თითქოსდა უვნებელია“, თუმცა რეალურად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

„რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს“, – განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE-ის“ ეთერში ზურაბაშვილმა და კონკრეტულ მაგალითად დონის უნივერსიტეტთან დაკავშირებული ინიციატივა დაასახელა. „მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს. ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას. მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“ - განაცხადა ზურაბაშვილმა. მან ასე აღნიშნა გალუზინის მხრიდან მისი მოლოდინის დიამეტრულად საპირისპირო პოზიციის გაჟღერება და თქვა: „ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით. რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქციერაბასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“ (ციტირებულია imedi.ge-დან). წარსულის პარალელები: „რბილი ძალა“ მუქარის ფონზე მსგავსი სტრატეგია რუსეთის ფედერაციისთვის ახალი არ არის. თუ გავიხსენებთ 2019 წლის მოვლენებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებს, ნათლად ჩანს, როგორ ცდილობდა მოსკოვი ჰუმანიტარული, კულტურული და სპორტული თემების წინ წამოწევით საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას. სპორტული კავშირების იდეა: პრაღაში გამართული შეხვედრის წინ, რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი აქტიურად აჟღერებდა ჰუმანიტარული, მათ შორის სპორტული კავშირების გაღრმავების ინიციატივას. კარასინის განცხადება იმის შესახებ, რომ „გარკვეული იდეები გაჩნდა ჩვენი სპორტული ფედერაციებისა და გუნდების მხრიდან... ვიმსჯელებთ“, ეფუძნებოდა რუსულ სპორტულ გამოცემაში (rugger.info) გამოქვეყნებულ კირილ კულიომინის ინტერვიუს სათაურით: „ჩვენი მომავალი საკუთარი ლიგის შექმნაა“, რაც რუსეთის ეგიდით საერთო სპორტული სივრცის ფორმირების მცდელობას (რუსეთის, საქართველოს და შესაძლოა, რუმინეთის და გერმანიის მორაგბეთა გუნდების მონაწილეობით შეჯიბრების ორგანიზება, მსგავსი რუსული „ვითიბი ბანკის“ ეგიდით შექმნილი და დაფინანსებულ საერთაშორისო ტურნირისა, რომელშიც საქართველოდან „ვითა“ მონაწილეობდა - „აიპრესი“) გულისხმობდა. რუსული ენისა და კულტურის ცენტრი: იმავე პერიოდში კარასინმა დააანონსა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა, რასაც ქართულ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი და პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. ნიშანდობლივია, რომ კულტურული და სპორტული ინიციატივების გაჟღერების პარალელურად, მოსკოვიდან თბილისის მისამართით არაორაზროვანი ეკონომიკური მუქარები ისმოდა. რუსული მხარე პერიოდულად აყენებდა დღის წესრიგში ქართული ღვინის, ხილისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე შეტანის შეზღუდვის საკითხს, ასევე განიხილებოდა რუსეთიდან საბანკო გადმორიცხვების აკრძალვის შესაძლებლობაც. ასევე აღსანიშნავია რუსული მხარე მუდმივი მცდელობები საქართველოს და რუსეთს შორის ყოველგვარი კონტაქტების იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოსდა საქართველო ისწრაფვის რუსეთთან მისასვლელი გზების გამონახვას, რუსეთი კი კეთილ ნებას იჩენს და უარს არ ამბობს. ამის მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ბელარუსის ქალაქ გომელში გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელშიც იგი მიესალმა 19 ნოემბერს „იმედი LIVE-ის“ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებას. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ არ არის საჭირო რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების შიში.

მე მჯერა, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც ემსახურება როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ასევე ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან“, - განაცხადა ლავროვმა გომელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ დრო გადის, თუმცა რუსეთის მიზნები და სტრატეგია — „რბილი ძალის“ გამოყენებით პროპაგანდის წარმოება, პოლიტიკური გავლენის გაძლიერება და ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის პროვოცირება — უცვლელია. მოამზადა რაულ კაპანაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან

თემა: რუსეთის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • იმედი·02:43
    ჯარედ კუშნერი: ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა - ევროპამ ამ ომის განმავლობაში რუსეთს რეალურად იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა
  • რადიო თავისუფლება·01:34
    „ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
  • ინტერპრესნიუსი·01:15
    გიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და აძლიერებს ყალბ პროპაგანდას, თითქოს „ოცნება“ პრორუსულია - ეს მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს
  • ინფო 9·00:38
    გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე: ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მქონდა მოლოდინი, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომელთა დასანქცირებასაც აპირებენ
რუსეთისშეხვედრარუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·01:56

უეფას ჩემპიონთა თასზე „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „რომას“ ვერ მოუგო

უეფას ჩემპიონთა თასზე „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „რომას“ ვერ მოუგო
აიპრესი·23:31

მირდატ ქამადაძე: ქვეყანაში რომ მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?!

მირდატ ქამადაძე: ქვეყანაში რომ მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?!
აიპრესი·23:29

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა ღონისძიებებზე საქართველო უნდა მიიწვიოს ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, მოსაწვევით სპეკულირება აკნინებს თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა ღონისძიებებზე საქართველო უნდა მიიწვიოს ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, მოსაწვევით სპეკულირება აკნინებს თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას
აიპრესი·23:09

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მხრიდან დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე და მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანს შორის იყოს პოზიციების რეგულარული შეჯერება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მხრიდან დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე და მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანს შორის იყოს პოზიციების რეგულარული შეჯერება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.