ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას გამოცემა „სანდრო წყარო“ ავრცელებს. 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. მას თავდაპირველად 16 წელი განესაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირდა და საბოლოოდ 12 წლით პატიმრობა შეეფარდა.
