ორიგინალი
ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა, რაც ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ნული შედეგი და მეტი ზეწოლა - ლაშა ფარულავა
GHN·13:07

ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა, რაც ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ნული შედეგი და მეტი ზეწოლა - ლაშა ფარულავა

26 ნოემბერი, 2026 · 13:07

„ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიუღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავა გამოეხმაურა მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ზურაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ფარულავას თქმით, ისტორია აჩვენებს, რომ „ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს“.

“ქართულმა ოცნებამ“ საგარეო ვექტორი და ტრაექტორია დიდი ხანია შეცვალა. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ საკითხებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ისე იყენებს, ზეწოლა გრძელდება, იმიტომ, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკა.

ისტორია აჩვენებს, რომ ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს - რუსეთს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს და შესაბამისად, კონკრეტულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ აბაშიძე - კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა და ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, ურთიერთობები კრემლთან, ოკუპანტთან, რუსეთთან დაიწყო, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ნული შედეგი და მეტი ზეწოლა“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ცნობისათვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.

ზურაბაშვილის თქმით, რუსულმა მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანიაა დასანქცირებული რუსეთის მიერ და კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო – ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით", - განაცხადა ზურაბაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა, რაც ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ნული შედეგი და მეტი ზეწოლა - ლაშა ფარულავა

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·13:56

ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც - ირაკლი კობახიძე

ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც - ირაკლი კობახიძე
GHN·13:34

ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
GHN·13:20

ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან ესაუბროს მოქალაქეებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება - გიორგი შარაშიძე

ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან ესაუბროს მოქალაქეებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება - გიორგი შარაშიძე
GHN·13:09

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.