ორიგინალი
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას - კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე
GHN·15:08

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას - კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

26 ნოემბერი, 2026 · 15:08

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ, შესაბამისად, ეს შეიძლება, მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელია.

„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები, ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას, ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა, მაგალითად მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები, რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები. თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი. დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი, ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას - კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

თემა: კობახიძე

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • ფორმულა·14:56
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • BM.GE·14:37
    ბალაშოვისგან გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
  • ამბები.ge·14:26
    "შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც... დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი" - კობახიძე
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:03

ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი

ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი
GHN·14:51

გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა

გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა
GHN·14:38

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
GHN·14:15

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.