ორიგინალი
უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ - ნიკოლ ფაშინიანი
GHN·16:14

უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ - ნიკოლ ფაშინიანი

26 ნოემბერი, 2026 · 16:14

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ, ხოლო ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა სომხურმა მხარემ უნდა აიღოს.

„მადლობას ვუხდით რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში სომხეთის საზღვრებს იცავდნენ. თუმცა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ უახლოეს წლებში ჩვენი საზღვრების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა თავად ავიღოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, საუბარია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის მიერ სომხეთში საქმიანობის სრულად შეწყვეტაზე. პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

ამჟამად რუსი მესაზღვრეები სომხეთის სასაზღვრო ძალებთან ერთად თურქეთთან და ირანთან ქვეყნის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებს იცავენ. ეს პრაქტიკა 1992 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეფუძნება.

ფაშინიანმა რუსი მესაზღვრეების ეტაპობრივი ჩანაცვლების გეგმის შესახებ 2 ნოემბერსაც ისაუბრა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში სომხეთის ყველა სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.

აღსანიშნია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტის დატოვება 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს, ხოლო ირანთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „აგარაკზე“ კონტროლი სომხურმა მხარემ 2025 წლის იანვრიდან გადაიბარა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ - ნიკოლ ფაშინიანი

თემა: სომხეთის

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ფორბს საქართველო·13:18
    მაიკლ დელის თქმით, სომხეთი AI-ინფრასტრუქტურის გლობალურ ჰაბად ყალიბდება
  • რუსთავი 2·12:59
    სომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება
  • კვირა·12:50
    სომხეთის იუსტიციის მინისტრი: „ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება“
  • აჭარის ტელევიზია·12:42
    სომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება
სომხეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·17:13

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
GHN·17:08

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე
GHN·17:01

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი
GHN·16:34

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.