ორიგინალი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე
GHN·17:08

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

26 ნოემბერი, 2026 · 17:08

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას.

როგორც დღეს კახა კალაძემ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზუნის მინსკში გამართული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და რუსეთის წარმომადგენლებს.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ამას, რა თქმა უნდა, არა აქვს ალტერნატივა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რა არის გამოწვევები და რა სირთულეებია.

ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაზე, ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობებში სამართლიანი დამოკიდებულება.

ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, მაგალითად, ევროკავშირი როგორ უსამართლოდ ექცევა ქართულ სახელმწიფოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ, ღიად ვსაუბრობთ, არაფერი გვაქვს დასამალი.

იგივე არის ამ შემთხვევაშიც, რაც იქნა ბატონი გია ზურაბაშვილის მხრიდან გაჟღერებული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება გაკეთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ რომ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ის კონკრეტული საკითხები, რომელიც გაჟღერდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება - კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·17:22

უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული

უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული
GHN·17:13

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
GHN·17:01

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას - ლევან მახაშვილი
GHN·16:34

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი

უკრაინის ცაში საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება ნატო-ს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა - რუმინეთის პრეზიდენტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.