ორიგინალი
ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა - კახა კალაძე
GHN·13:40

ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა - კახა კალაძე

27 ნოემბერი, 2026 · 13:40

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დასანქცირების შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არავინ დაყრის.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პირად კეთილდღეობაზე საუბარი ვერ იქნება.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო და სამშობლოს ინტერესი. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ევროპარლამენტარს რა ინტერესი აქვს და რა უნდა. ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი გაკეთება გვინდა, რა პოლიტიკას ვახორციელებთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენოს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას შეეწიროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა.

„ჩვენ მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაითელოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

კარგი, ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობაზე, პირად ინტერესზე საერთოდ არ არის საუბარი. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა - კახა კალაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·13:24

რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვთავაზობს, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - კალაძე

GHN·13:13

მატჩის ორგანიზატორი უეფა არ ყოფილა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, თავად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების აღკვეთას შეეცადა - უეფა

მატჩის ორგანიზატორი უეფა არ ყოფილა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, თავად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების აღკვეთას შეეცადა - უეფა
GHN·13:03

საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია

საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია
GHN·12:49

ნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან

ნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.