ორიგინალი
რუსების პოზიცია ალოგიკურია, ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, პირველად აკეთებენ ამას?! გამოვარდება ხან ვიღაც სიმონიანი, ხან ვიღაც და მერე ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე - თენგიზ შარმანაშვილი
GHN·13:51

27 ნოემბერი, 2026 · 13:51

რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ალოგიკურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ღვინის უსაფუძვლო დასანქცირების ფონზე უნივერსიტეტების მეგობრობაზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის პიარს გამოადგება, რეალური დიალოგი კი ამ ვითარებაში წარმოუდგენელია“.

„რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ. ეს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკური პოზიციაა - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან - უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი," - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, რუსები ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, ძალიან ადვილი გასაშიფრია.

"ეს არის ნაბიჯი, რომ ოპოზიციას მიეცეს პიარული საქმიანობის საშუალება და პირველად აკეთებენ ამას რუსები?! გამოვარდება ხან ვიღაცა სიმონიანი, ხან ვიღაცა სპიკერი მაგათი საგარეო საქმეთა სამინისტროსი და მერე ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე.

თუ ჩვენი მოკავშირეები არიან, ხომ შეიძლება ერთხელ ისეთი განცხადებაა გააკეთონ, რომ მე გამოვიყენო?! ამდენი წელია ვერცერთი მათი განცხადება ვერ გამოვიყენეთ ვერცერთმა და ვის წისქვილს ასხამენ წყალს, ძალიან ადვილი გასაშიფრია", - განაცხადა შარმანაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. რუსების პოზიცია ალოგიკურია, ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, პირველად აკეთებენ ამას?! გამოვარდება ხან ვიღაც სიმონიანი, ხან ვიღაც და მერე ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე - თენგიზ შარმანაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·14:44

შემიძლია მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი

შემიძლია მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი
GHN·14:35

ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! უმძიმესი დაპირისპირება „აადუღეს“ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან, საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ნიკა გვარამია

GHN·14:14

ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი

GHN·13:24

რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვთავაზობს, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - კალაძე

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.