ორიგინალი
შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი
GHN·14:44

შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი, 2026 · 14:44

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეგობარს იმიტომ უწოდებს, რომ მასთან შეთანხმების მიღწევა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შეძლოს. მისი თქმით, პუტინის მიმართ საპირისპირო რიტორიკა მშვიდობას კი არა, მტრობას გამოიწვევდა.

ამის შესახებ ტრამპმა მადლიერების დღეს, ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, როგორ უთავსებს ერთმანეთს პუტინის მეგობრად მოხსენიებას და კრემლის ლიდერისადმი მოწოდებას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე.

„ორივეს თქმა შეიძლება. მაგრამ, იცით, ერთი რამ უნდა გესმოდეთ - ჩვენ შეთანხმების მიღწევა და მკვლელობების შეჩერება გვინდა. შემეძლო მეთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, ან რომ შეთანხმების დადება მინდა. მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიო. ისინი თვეში 25 ათას ადამიანს კარგავენ. შემეძლო მივსულიყავი და მეთქვა: იცი რა, არ მომწონხარ, მაგრამ მაშინ იგივე პრობლემა გვექნებოდა, რაც ზელენსკისა და პუტინს შორისაა“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ყველაზე მეტად უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირადი მტრობა უშლის ხელს.

„იცით, ამ მოწესრიგების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ორი ლიდერი გვყავს, რომლებსაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. ამიტომ, როდესაც მე მასთან მივდივარ და უცებ კარგად ვუგებ, რადგან მას დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან კარგი საუბარი გამოგვდის. მთავარი კი ის არის, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს“, - განმარტა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ომის დაწყებისას უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin-ები გადასცა, რომლებიც, მისი თქმით, „რუსულ ტანკებს ლითონის ჯართის გროვად აქცევდა“.

„მე ვარ ადამიანი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ უზარმაზარი გადასახადები და სანქციები დააწესა. ამიტომ რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი ვიყავი. მაგრამ მინდა შეთანხმების მიღწევა, თუ ეს შესაძლებელი იქნება. იცით, მთელი ცხოვრება მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი... ბევრი ფული ვიშოვე, ბევრს მივაღწიე და დიდ წარმატებას მივაღწიე. ადამიანებთან ისე ვურთიერთობ, როგორც ამას ვაკეთებ. შემეძლო მივსულიყავი და საპირისპირო მეთქვა, მაგრამ ამით აბსოლუტურად ვერაფერს მივაღწევდი. ამის ნაცვლად, ჩინეთთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა და რუსეთთანაც ძალიან კარგი საუბარი“, - განაცხადა ტრამპმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:15

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს, რუსეთს დეესკალაციის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს, რუსეთს დეესკალაციის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·14:44

შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი

შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი
GHN·14:35

ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! უმძიმესი დაპირისპირება „აადუღეს“ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან, საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ნიკა გვარამია

GHN·14:14

ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.