ორიგინალი
ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი
GHN·14:14

ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 14:14

ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა" დაგვაძალა? - ასე ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება თუ რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. ჯავახიშვილი ასევე წერს, რომ ბათუმის მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.

„ბათუმის სტადიონზე განვითარებულმა მოვლენებმა ჩემში, გაბრაზებისა და აღშფოთების ნაცვლად, უცნაური თანაგრძნობა, მომავლის შიში და დაუცველობის განცდა გააჩინა.

უნებლიეთ გამახსენდა ბავშვობის ზღაპრის ბაქია კურდღელი და ის მამალი, საკუთარ ეზოში რომ ყოყლოჩინობს, სუსტებს ბიბილოზე ექაჩება, ხოლო ძლიერის გამოჩენისას ყივილიც ავიწყდება.

რას გვეტყოდა მაკიაველი მმართველზე, რომელიც სიმტკიცეს მხოლოდ სუსტებთან ავლენს, ძლიერებთან კი საკუთარი ავტორიტეტის დაცვა უჭირს?

ბათუმის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა არა იმდენად ცალკეული პოლიციელების მოქმედებაზე, რამდენადაც სახელმწიფოს ინსტიტუციურ მზადყოფნასა და კრიზისების მართვის უნარზე. ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა" დაგვაძალა?

სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება, რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. წყალდიდობა იქნება, მეწყერი, პოლიტიკური პროვოკაცია, საერთაშორისო ინციდენტი თუ ათასი ჯურის სხვა კრიზისი - მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის უკან დგას კომპეტენტური, წინდახედული და ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც საფრთხეების წინასწარ შეფასება, მათი პრევენცია და კრიზისზე პროპორციული რეაგირება შეუძლია.

ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად: რამდენად დაცულები ვართ, როდესაც მორიგი, შესაძლოა გაცილებით სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით? რადგან, ეს არაა ბანალური და არც ერთჯერადი და ნულოვანი განვითარების ინციდენტი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

სახელმწიფო გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე მისი დროებითი მმართველები. მისი ავტორიტეტი არც სუსტის მიმართ სიმკაცრით იქმნება და არც ძლიერის წინაშე დათმობით. იგი კომპეტენტურობით, კანონის უზენაესობით, მისი თანაბარი აღსრულებით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით მტკიცდება.

ამიტომ ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.

უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? არც ვინმეს განკითხვისთვის ან დამუნათების, ან ნიშნის მოგებისთვის ვამბობ, მაგრამ განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს“- წერს გოჩა ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ,ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შსს-ს ცნობით, დაშავდა პოლიციელი. დააკავეს ინციდენტში მონაწილე 16 პირი. ამასთან დღეს თურქული მედიის ცნობით, დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული და მომავლის შიში გააჩინა, უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს - გოჩა ჯავახიშვილი

თემა: ბათუმში

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • იმედი·14:58
    ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:15

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს, რუსეთს დეესკალაციის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას სრულიად სამართლიანად პასუხობს, რუსეთს დეესკალაციის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან მაინც ომი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·14:44

შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი

შემეძლო მეთქვა, რომ პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე ხომ შეთანხმების მიღწევა მინდა - დონალდ ტრამპი
GHN·14:35

ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! უმძიმესი დაპირისპირება „აადუღეს“ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან, საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ნიკა გვარამია

ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! უმძიმესი დაპირისპირება „აადუღეს“ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან, საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ნიკა გვარამია
GHN·13:51

რუსების პოზიცია ალოგიკურია, ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, პირველად აკეთებენ ამას?! გამოვარდება ხან ვიღაც სიმონიანი, ხან ვიღაც და მერე ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე - თენგიზ შარმანაშვილი

რუსების პოზიცია ალოგიკურია, ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, პირველად აკეთებენ ამას?! გამოვარდება ხან ვიღაც სიმონიანი, ხან ვიღაც და მერე ერთი კვირა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე - თენგიზ შარმანაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.