ორიგინალი
ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, შსს-ს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება - ზურაბ პატარაძე
GHN·14:46

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, შსს-ს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება - ზურაბ პატარაძე

27 ნოემბერი, 2026 · 14:46

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა.

როგორც პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, თურქ დიპლომატთან დეტალურად განიხილა გუშინ, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.

“ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ პატარაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, შსს-ს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება - ზურაბ პატარაძე

თემა: მხრიდან

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • პრაიმტაიმი·16:37
    ზურაბ რურუა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ქმედებები ადეკვატურად აღკვეთა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, აგენტურაა, რომელსაც ეროვნულობა არ გააჩნია
  • ინფო 9·16:32
    ზურაბ რურუა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ქმედებები ადეკვატურად აღკვეთა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, აგენტურაა, რომელსაც ეროვნულობა არ გააჩნია
  • ინტერპრესნიუსი·16:24
    დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე - ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა - ამის ცალკეული მიმართულებით წაყვანას ეცადნენ ქვეყნის შიგნით, ხოლო გარედან განცხადებებს სიზუსტე აკლდა
  • იმედი·14:58
    ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
მხრიდან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·17:25

„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სამარცხვინო ტყუილია - გრიგოლ გეგელია

„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სამარცხვინო ტყუილია - გრიგოლ გეგელია
GHN·17:18

მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი

მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი
GHN·17:10

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
GHN·17:00

მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, ესენი კი არიან ქომაგები - სულხან თამაზაშვილი

მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, ესენი კი არიან ქომაგები - სულხან თამაზაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.