ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ანა თავხელიძე ავრცელებს:
„20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით“ , - წერს ის
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.
