ორიგინალი
ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება, ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ - ჰაქან ფიდანი ბათუმში მომხდარზე
GHN·09:49

ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება, ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ - ჰაქან ფიდანი ბათუმში მომხდარზე

28 ნოემბერი, 2026 · 09:49

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გამოეხმაურა ბათუმში "ბეიშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, მომხდარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება.

„როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები ვითარდებოდა, თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დავასრულეთ. თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად თვითმფრინავში ჩავსხედით და პაკისტანში მოვემგზავრებოდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც უშუალო კავშირი გვქონდა, ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თურქეთის მთავარი მიზანი იყო ყველა დაკავებულის გათავისუფლება. მისი თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ელჩი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.

ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებული მოვლენები „მიუღებელი“ იყო.

„ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“, - აღნიშნა ფიდანმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება, ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ - ჰაქან ფიდანი ბათუმში მომხდარზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 248 სტატია.

  • ფორმულა·08:57
    ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  • რუსთავი 2·08:49
    მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
  • შენი ბათუმი·08:42
    ბათუმი ეძებს: 14 ვაკანსია დღეს, ლიდერობს ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
  • აიპრესი·03:27
    ჰაქან ფიდანი: ბათუმის მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება
ბათუმშიმომხდარ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·10:27

უკვე ორი წელია, ქართველები თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილებები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა - რასა იუკნევიჩიენე

უკვე ორი წელია, ქართველები თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილებები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა - რასა იუკნევიჩიენე
GHN·10:15

ეს იგივეა, ვინმეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერზე ეთქვას, რომ ის კარგი მეგობარია, არა, ის მეგობარი არ არის - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპისა და პუტინის ურთიერთობაზე

ეს იგივეა, ვინმეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერზე ეთქვას, რომ ის კარგი მეგობარია, არა, ის მეგობარი არ არის - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპისა და პუტინის ურთიერთობაზე
GHN·00:19

რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters

რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
GHN·23:51

იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა

იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.