ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
