ორიგინალი
ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე
GHN·23:37

ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე

28 ნოემბერი, 2026 · 23:37

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე პოლიციას, ხოლო „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრის ფონზე, თავად ხელისუფლებაა „ქაოსის პარტია“ და „ნამდვილი ომის პარტია“ - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ აქცაიზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,

"მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც ამ ბოლო დროს ამოიღო ხმა, სიმართლე თქვა. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მეუფე იობს, რომელმაც გააჟღერა სიმართლის სიტყვა ყველას გასაგონად. დიახ, მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს ყველგან - უნდა ისმოდეს ამბიონიდანაც, ქუჩაშიც, ტელეეთერებშიც, საქართველოს მთაშიც, საქართველოს ზღვისპირეთშიც, სოფლებშიც, თავისუფლების მოედანზეც და ევროპის დედაქალაქებშიც. ამათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ენა ჩაგვაწყვეტინონ და ხმა ვეღარ ამოვიღოთ! დღეს არის ის დღე, როდესაც ჩანს, რომ ამას ვერ მოახერხებენ!

როგორი ქვეყანა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში?! მან შექმნა ქვეყანა, სადაც ადამიანები სიღარიბიდან ვეღარ ამოდიან. შექმნა ქვეყანა, სადაც ემიგრაციის ტრაგიკული რიცხვები გვაქვს. შექმნა ქვეყანა, სადაც ყოველ დილით მოქალაქეები იღვიძებენ და ფიქრობენ, წამალი იყიდონ თუ საჭმელი მიუტანონ შვილებს.

გუშინ ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, რომელიც ორ ფეხზე ამაყად კი არ მიდიოდა ევროპისკენ ღირსებით, არამედ ვნახეთ დატუქსული ხალხი, დამცირებული პოლიცია, პროფესიონალიზმდაკარგული. „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა ომი საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას. სამართალდამცავებს უღირსად იყენებს იმ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის გასამართლებლად და განსახორციელებლად, რომელიც მან წამოიწყო.

როგორი პარტიაა „ქართული ოცნება“?! დაუკვირდით, წლების განმავლობაში, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო მიმართული შუღლის, მტრობის, სიძულვილის, უნდობლობის დასათესად. ისინი ბევრს ლაპარაკობენ “გლობალური ომის პარტიაზე”, მაგრამ თვითონ არიან “ქაოსის პარტია” ამ ქვეყანაში, თვითონ არიან ნამდვილი “ომის პარტია”, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ დათესეს მხოლოდ სიძულვილი, მხოლოდ უნდობლობა, ნაცვლად იმისა, დაეთესათ სიყვარული, სიკეთე და სოლიდარობა ამ ქვეყანაში. ახლა სოლიდარობის, ერთად დგომის და თავისუფლების დროშა უჭირავს ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ მართლაც მას ეკუთვნის ძალაუფლება.“ - თქვა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, მხოლოდ პროტესტი საკმარისი არ არის და აუცილებელია მეტი ადამიანის ჩართულობა ორგანიზებულ, სტრატეგიულ და პოლიტიკურ ბრძოლაში.

„ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ იყო, რომ “თავისუფლების მოედანმა” ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ მთელ ქვეყანას შემოვივლიდით, რომ გაგვეერთიანებინა ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ცვლილება. ამ პირობას ჩვენ ერთგულად ვასრულებთ.

მე მინდა დაგპირდეთ თქვენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა იმიტომ, რომ შურისძიება გამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ვიქნებით პროტესტშიც, ვიქნებით პოლიტიკურ პროცესშიც, ვიქნებით დიპლომატიაშიც, ვიქნებით კონფერენციებზეც, ვიქნებით მედიებშიც და ვიქნებით ყველგან, სადაც სჭირდება ეს საქართველოს თავისუფლების საქმეს. ეს ხალხი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს, სადაც საქართველოში ქვეყანა და მთავრობა ყოველთვის მოემსახურება ხალხს. გამარჯვება თქვენ! წინ საქართველო! გამარჯვებებისკენ!“ - თქვა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე

თემა: ბრძოლაში

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ფორმულა·23:49
    კშიშტოფ ბრეიზა: მხარს ვუჭერ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
  • ფრონტნიუსი·23:46
    ლევან ცუცქირიძე - ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში
  • აჭარის ტელევიზია·20:48
    პრემიერი: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, თითქმის ორ წელს გაგრძელდა ეს ბრძოლა
  • რუსთავი 2·20:39
    პრემიერი: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თითქმის 2 წელს გაგრძელდა ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მანამდე უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციური პროცესები
ბრძოლაში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:34

ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
GHN·00:14

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
GHN·23:59

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
GHN·23:21

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.