ორიგინალი
ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს - ნიკა გვარამია
GHN·15:59

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს - ნიკა გვარამია

29 ნოემბერი, 2026 · 15:59

არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი - ასე ეხმიანება "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელი აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

გვარამია იმასაც აღნიშნავს, რომ ის, რომ გუშინდელი აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება - ამაზე უარესი არაფერია.

“მეგობრებო, ბუნებრივია, "ახალი" გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.

უბრალოდ, ნაჩქარევ “ფბ” სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.

პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუნდურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით გასაფრთხილებელი და განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის - იდეისადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლობიანი ადამიანების ერთობა.

ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;

ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება;

ის, რომ ამას არც დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა;

ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.

Ps. სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი”, - წერს გვარამია.

ცნობისათვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბაბერზე დატანილი იყო წარწერა: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა". აღნიშნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს - ნიკა გვარამია

თემა: აქციაზე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პრაიმტაიმი·14:17
    ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს! - ლადო სადღობელაშვილი
  • იმედი·14:13
    ლადო სადღობელაშვილი: ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს!
  • რუსთავი 2·14:12
    თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
  • პალიტრა ნიუსი·13:47
    საპროტესტო აქციაზე „ფედერალისტებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმიანებიან
აქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·16:24

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
GHN·16:14

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს
GHN·16:06

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია
GHN·15:50

თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, მე სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს - ლევან ცუცქირიძე

თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, მე სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს - ლევან ცუცქირიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.