ორიგინალი
გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია
GHN·16:06

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია

29 ნოემბერი, 2026 · 16:06

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარით გაოგნებულია.

ხოშტარიას თქმით, ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენება.

„ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე“, - წერს ხოშტარია.

ცნობისათვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბანერზე დატანილი იყო წარწერა: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა". აღნიშნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·16:24

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
GHN·16:14

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს

GHN·15:59

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს - ნიკა გვარამია

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს - ნიკა გვარამია
GHN·15:50

თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, მე სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს - ლევან ცუცქირიძე

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.