ორიგინალი
მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - მამა გიორგი ზვიადაძე
GHN·16:35

მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - მამა გიორგი ზვიადაძე

29 ნოემბერი, 2026 · 16:35

სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს მეუფე თეოდორეს ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პატიოსნებით მინდა გითხრათ, რომ როცა შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, იქ საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და კანონიკურ სამართალს, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ "ტვ პირველს" განუცხადა.

მისი თქმით, სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

„სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს მეუფე თეოდორეს ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პატიოსნებით მინდა გითხრათ, რომ როცა შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, იქ საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და კანონიკურ სამართალს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ახსენა, რომ ხელდასხმა როცა არ აქვს პიროვნებას მიღებული, ბუნებრივია, კანონიკურად ხელდასხმის არმქონე პიროვნების ცნობა და მისი მიღება, როგორც საეკლესიო იერარქის, არ შეიძლება. პატრიარქი კირილე იყო ძალიან კორექტული ქართველ მღვდელმთავრებთან მიმართებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან მიმართებით და ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის და პირადად იქ მყოფი მღვდელმთავრების მიმართ.

მეუფე თეოდორემ სრულიად სხვა კონტექსტში ბრძანა და განაცხადა და ძალიან დიდი ღირსებით გააკეთა მან ეს და სრულიად სხვა კონტექსტში თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმები, საეკლესიო სამართლის ნორმები - ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ჩვენ ამას ყოველთვის ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ.

სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა ეკლესიებზე ამასთან დაკავშირებით, რომელ ეკლესიას ეყოფა ძალა, რომ ეს აღიაროს ან არ აღიაროს.

მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავს საეკლესიო კანონიკურ ნორმებს“, - განაცხადა მამა გიორგიმ.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას - მამა გიორგი ზვიადაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·16:47

რუსები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის კიდევ 6 000 კვადრატული კილომეტრის დაკავება სურთ, თუმცა იციან, რომ მილიონ ადამიანს დაკარგავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის კიდევ 6 000 კვადრატული კილომეტრის დაკავება სურთ, თუმცა იციან, რომ მილიონ ადამიანს დაკარგავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·16:14

კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს

GHN·16:06

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია

გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - ელენე ხოშტარია
GHN·15:50

თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, მე სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს - ლევან ცუცქირიძე

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.