საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 92:78 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, 14 – თორნიკე შენგელიას, 12 – დუდა სანაძეს, 15 – რატი ანდრონიკაშვილს.
