მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

იმედი|imedinews.ge

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა, საიდანაც ის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალია დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის სამედიცინო თუ დოკუმენტაციით არ დადასტურებულა.

ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, მხოლოდ ადვოკატის პოზიციას დაეთანხმა. თუკი ვინმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, გარდა ბრალდებულისა, გამოიკვეთება, აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და ჩვენი პოზიცია აუცილებლად იქნება უმკაცრესი.

რაც შეეხება დედის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სისხლის სამართლის საქმეზე ის გამოკითხულია და ასევე გიდასტურებთ ინფორმაციას მოტივთან მიმართებაში, რომ ახალგაზრდებისთვის მისი მხრიდან შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ამ შემთხვევაში ბრალდებულის ჩართულობის და აგრესიისა, რომელიც ვიხილეთ“, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ.

22 ივლისს, საღამოს, კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან შელაპარაკება მოუვიდა, მათ გარიდება სცადეს, ბრალდებულმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე გაისროლა. ასევე დაკავებისას ორი იარაღით შეეცადა პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფას. ოთხი დაჭრილიდან ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →სასამართლოს →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

იმედი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

იმედი

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი