მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისგან, თამარ მემანიშვილისგან მიეღოთ.

მონაწილეებს დეტალურად განემარტათ ის ეტაპები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია გამოცდებზე რეგისტრაციის წარმატებით დასასრულებლად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩასაბარებელი საგნების საფასურის გადახდის ვადაზე - 6 მაისის 18:00 საათამდე, რადგან აპლიკანტები მხოლოდ აღნიშნული ვადის დაცვით შეძლებენ რეგისტრაციის პროცესის სრულყოფილად დასრულებას 11 მაისის 18:00 საათამდე.

შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტებს მიეწოდათ რეკომენდაციები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. აღინიშნა, რომ პროგრამის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ ანალიზს და მოიცავდეს ძირითად კომპონენტებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას, სწავლის საფასურს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ საგამოცდო კოეფიციენტებს, სწავლების ადგილს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარსა და პროგრამებზე დაწესებულ სპეციალურ მოთხოვნებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს აპლიკანტთა ინფორმირებულობის ამაღლებას, მათ მხარდაჭერას და გააზრებული საგანმანათლებლო არჩევანის ხელშეწყობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ