მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა - სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ
26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა - სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ

26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა - სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ

იმედი|imedinews.ge

26 მაისის აქციის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა. სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ. რუსთავის ციხიდან, პატიმარი სააკაშვილი თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმას უწუნებს. კიდევ ერთი მსჯავრდებული ოპოზიციონერი ნიკა მელია კი ექსპრეზიდენტს, კერძო ეგოისტური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და როგორც სოციალურ ქსელში წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა. ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. სააკაშვილს ტყუილში ამხელს ნიკა გვარამიაც. როგორც მმართველ გუნდში აფასებენ, ერთმანეთში დაპირისპირების მიუხედავად უცვლელია ორივე მხარის არსი და საკითხების მიმართ დამოკიდებულება. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს.

„სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული," - დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ.

„მიშას პარტია მანამდე “ასჯერ” აახიეს და თუ არ ჩავთვლით ადამიანურ იმედგაცრუებებს, დიდად არ დარდობდა მაგ ამბავს, რადგან მიშასთვის ეგ პარტია თვითონ მიშაა.

მახსოვს როცა ჩამოვიდა და დააკავეს, რაღაც ეტაპზე მომწერა აქციების ორგანიზებაში ჩავრთულიყავი. პარტიის რესურსი დამჭირდა, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. პარტიის მაშინდელმა ლიდერმა და ლიდერებმა მითხრეს რომ მათი იმედი არ უნდა მქონოდა.

კაცს კი არა, ქალსაც არ უხდება ჭორაობა”, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

„არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? — პასუხიც აქ არის. მთავარი “წითელი ხაზი” ყოველთვის მიშა და ენმ იყო.

ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და “ლელოსთან” დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება", წერს სოციალურ ქსელში ლევან ბეჟაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ