მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 26 მაისს GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი
26 მაისს GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი

26 მაისს GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი. სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდა სტუმრებს.

მრავალფეროვანი აქტივობები მოიცავდა 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნა 3D მოდელები და ადგილზე იყო ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდა ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეებმა 3D პრინტერზე დაბეჭდილი 26 მაისის თემატიკის სუვენირებიც მიიღეს საჩუქრად.

GITA - ს სივრცეში საბავშვო აქტივობებიც დაგხვდათ სტუმრებს. Snap circuits და lego spike ვორქშოფში მონაწილეები ჩაერთნენ რობოტების აწყობის პროცესში, დაათვალიერეს რობოტების გამოფენა (DJI რობოტი, MasterPI რობოტი) და თავად შეაფასეს მათი შესაძლებლობები.

GITA-ს პავილიონში წარმოდგენილი იყო ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე, დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც, დრონების სიმულატორის მეშვეობით, შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გაეტესტათ დრონის მართვა.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ VR სათვალეების ვორქშოფში, სადაც, პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, განხილული იყო VR ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და ა.შ. 3D სკანირების ვორქშოფში კი დაინტერესებულმა პირებმა მოისმინეს პრეზენტაცია 3D სკანირების, როგორც ტექნოლოგიის ინოვაციურ გამოყენებაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოხალისეებმა სადემონსტრაციოდ დასკანერების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.

პავილიონში ჩატარდა ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფი და ასევე მოეწყო საინფორმაციო სივრცე/Touch screen (Android System), სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება.

„მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, გაიხსნება რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდი ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ წელს, 26 მაისს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პავილიონი ქალაქ ქუთაისში ყოფილიყო წარმოდგენილი. GITA -ს სტენდი არის მინი მოდელი იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება