ორიგინალი
ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა
იმედი·20:19

25 ნოემბერი, 2026 · 20:19

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას მსოფლიო მასშტაბით „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს.

USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ იკვეთება სქემა, რომლის მიხედვითაც, სააგენტო სამიზნე ქვეყნებში ხუთ ძირითად მიმართულებას აფინანსებდა: „დამოუკიდებელ“ მედიას, იურისტებს, არჩევნების დამკვირვებლებს, აქტივისტების გადამზადებასა და მმართველობით მონაცემებს.

გავრცელებულ ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს.

2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

Twitter

მას შემდეგ, რაც საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების გასაჯაროების დავალდებულება სცადა, ამავე ქსელმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომელმაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეცვალა, სწორედ USAID-ისა და NED-ის სახსრებით შეიქმნა შესაბამისი ქსელი.

Twitter

USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 3 000 დამკვირვებელი მოამზადა და ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა, რომელმაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. სააგენტო ასევე აფინანსებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რევოლუციის შემდეგ კი „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტებმა მაღალი სახელმწიფო თანამდებობები, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში, დაიკავეს.

პოსტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც USAID-ის დაფინანსება შემცირდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

პოსტის ავტორი ასევე აკრიტიკებს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას და ამტკიცებს, რომ ძალაუფლების სრულად დაბრუნების შემთხვევაში, ისინი მსგავს პრაქტიკას - მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და მედიის ფარულ თანამშრომლობას - კიდევ უფრო მასშტაბურად გამოიყენებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა

თემა: მილიარდის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • BM.GE·18:32
    ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.2 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 26%-ია
  • რუსთავი 2·16:48
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
  • ტვ პირველი·11:15
    1.31 მილიარდი ლარი კონკურენციის გარეშე: ვის ჩააბარეს სახელმწიფო უწყებებმა ხალხის ფული? - TI-ის ანგარიში
  • ფორმულა·21:06
    EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა
მილიარდისპროცესიმილიონი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·20:39

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიში - პარლამენტში სუს-ის უფროსს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიში - პარლამენტში სუს-ის უფროსს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი·20:30

ირაკლი კობახიძე: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა

იმედი·20:12

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
იმედი·19:48

„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.