თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია ფინალურ ეტაპზეა - რუსთაველზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დღეებში შეცვლილი წესებით აღდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქის მერიის გათვლებით, გამზირზე გადაადგილება უახლოეს დღეებში აღდგება, თუმცა მძღოლებსა და ქვეითებს იქ განახლებული ინფრასტრუქტურა და გადაადგილების ახალი წესები დახვდებათ.
სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლო სატრანსპორტო სქემის შესახებ უფრო მეტს მაკო ლორთქიფანიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ:
