ორიგინალი
ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
ტვ პირველი·18:55

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

25 ნოემბერი, 2026 · 18:55

"ევროპარლამენტი კვლავ ახდენს ზეწოლას ევროკავშირზე და წევრ ქვეყნებზე რომ სანქციები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ჯარიმებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებასა და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე" - ეს განცხადება ევროსკოპთან ინტერვიუში ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგორევამ გააკეთა.

გრეგოროვა ამბობს, რომ ოცნების წინააღმდეგ ახალი რეზოლუციების მიღების მიზანია, ევროკავშირი ზეპირი განცხადებების გარდა მოქმედებაზე გადავიდეს.

სტრასბურგში უკვე ემზადებიან საქართველოს შესახებ დებატების დასაწყებად, რომელიც გვიან ღამით დაიწყება.

მზადდება მორიგი რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ის პოლიტპატიმრებს ეხება, მაგრამ თავისთავად ყოველთვის ახსენებს სანქციებსა და ყველა მსგავს ზომას. ეს ახდენს ზეწოლას არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე, არამედ კაია კალასსა და სხვებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, მას ნამდვილად აღელვებს საქართველო — დაახლოებით სამი წლის წინ მან სცადა გაყალბებული არჩევნების გამო წარმომადგენლების დასანქცირება, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. მაგრამ იქნებ მან ეს კიდევ ერთხელ სცადოს? უნგრეთს ახლა სხვა მთავრობა ჰყავს, სლოვაკეთი კი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო — მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ არ არის ეს კვლავ პრიორიტეტი მისთვის, კომისიის სხვა წევრებისა და წევრი სახელმწიფოებისთვის. პარლამენტი ამ საკითხს კვლავ აბრუნებს დღის წესრიგში, პრიორიტეტულ თემად". - აცხადებს გრეგოროვა.

ევროდეპუტატი ევროსკოპს ეუბნება რომ, დღეს პოლიტიკური პატიმრის, პაატა მანჯგალაძის შვილს შეხვდება, ხვალ კი ის შეუერთდება ევროპარლამენტარების ფოტოაქციას, რომელიც ქართველი ხალხის მხარდასაჭერად არის დაგეგმილი.

დღეს უკვე ვხვდები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ქალიშვილს, რადგან მინდოდა მისგან უშუალოდ მომესმინა, რა ხდება საქართველოში. ის ახლა აქ, ამ შენობაში იმყოფება და ძალიან მიხარია, რომ ეს პარლამენტი კვლავ ღიაა იმ ქართველებისთვის, ვინც ამ რეპრესიებს განიცდის. გარდა ამისა, ჩართული ვარ სხვა განხილვებშიც — ვუმასპინძლე მრგვალ მაგიდას, სადაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კვლევები იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ შეგვიძლია დახმარება. ხვალ კი აუცილებლად შევუერთდები აქციას და სრული სოლიდარობის ნიშნად კვლავ მოვითხოვ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ჯარიმებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებასა და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე — ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს".- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ამ სახელწოდების რეზოლუციის პროექტზე დღეს 25 ნოემბერს, ღამით ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • რუსთავი 2·16:48
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
  • იმედი·16:41
    პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
  • ნეტგაზეთი·18:03
    მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
  • BM.GE·18:15
    სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო
ევროკავშირისწევრიოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·18:40

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
ტვ პირველი·18:26

ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდი" უწოდა

ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდი" უწოდა
ტვ პირველი·18:17

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი
ტვ პირველი·18:02

ღარიბაშვილი პროკურატურას კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს

ღარიბაშვილი პროკურატურას კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.