ორიგინალი
ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
სივილ ჯორჯია·13:07

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს

25 ნოემბერი, 2026 · 13:07

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ევროკავშირის სანქცირებული სუბიექტების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღების თაობაზე და ამის მიზეზად რუსული ნავთობის გადამუშავების შეჩერების თაობაზე ვალდებულებების შესრულება დაასახელა. ეს ინფორმაცია 25 ნოემბერს ევროკომისიის პრესსპიკერმა შივონ მაკგარიმ დაადასტურა.

მანამდე, 23 ნოემბერს, უკრაინულმა მედიასაშუალება Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია სანქცირებული სუბიექტების სიიდან ქარხნის ამოღების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა, რომელიც ევროკავშირს ჯერ არ დაუმტკიცებია.

„ნამდვილად, [რუსეთის წინააღმდეგ] 22-ე პაკეტში ჩვენ შევთავაზეთ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის სანქციების მოხსნა რუსული ნავთობის გადამუშავების შეჩერების შესახებ ვალდებულებების წარმატებით შესრულების შემდეგ. ასე რომ, ეს ჩვენთვის იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს სანქციებს შეუძლიათ ქცევის წარმატებით შეცვლა“, – განუცხადა მაკგარიმ Deutsche Welle-ს ქართულ სამსახურს 25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირმა ივლისში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა იმ დათქმით, რომ სანქციები ექვს თვეში ამოქმედდებოდა, რაც ქარხანას საშუალებას მისცემდა, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე უარი ეთქვა.

„ამჟამად ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, რომ ქვეყნებმა ის სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ“, – წერს Kyiv Independent-ი 23 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

სექტებერში, შპს „ბლექ სი პეტროლიუმმა“, რომელიც ქარხანას მართავს, განაცხადა, რომ 23 აგვისტოდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ „სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება“ დაიწყო. კომპანიამ აღნიშნა, რომ 30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც „BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა — 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული“.

სანქციების სიიდან ობიექტის შესაძლო ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. იგი მიესალმა ყულევის სიიდან ამოღების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს მთავრობის პოზიციას, რომ სანქციების დაწესების თავდაპირველი გადაწყვეტილება უსაფუძვლო ბრალდებებს ეფუძნებოდა.

„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს

თემა: სანქციების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • იმედი·19:35
    Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • BM.GE·19:28
    ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს
  • რუსთავი 2·13:02
    პრემიერი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს - საბოლოო ჯამში, ეს დასტურდება იმით, რომ იცვლება გადაწყვეტილება, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
სანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
სივილ ჯორჯია·15:17

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია·13:39

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა
სივილ ჯორჯია·12:21

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.