ორიგინალი
ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს
იმედი·00:48

26 ნოემბერი, 2026 · 00:48

მიხეილ სააკაშვილის პოსტი რაც იყო, ეს ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ცალკე საკითხია სააკაშვილის ბიძის საქმიანობა, რომელიც მან მრავალი წლით უფრო ადრე დაიწყო და შემდეგ ჩართო სააკაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ბიძა ორმაგი თუ სამმაგი აგენტი იყო, ვინაიდან საქართველოში ემსახურებოდა როგორც რუსეთის, ასევე ე.წ. „დიფ სთეითის“ ინტერესებს.

„ამ ყველაფერში მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ელიტა იყო ჩართული. საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.

„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·01:14

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
იმედი·01:06

გამოცემა Rapporteur: სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს - დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ

იმედი·22:52

რასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა

რასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
იმედი·22:07

USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები - როგორ თანამშრომლობდა ISFED-ი Facebook-თან საქართველოში ასობით გვერდისა და ანგარიშის წასაშლელად

USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები - როგორ თანამშრომლობდა ISFED-ი Facebook-თან საქართველოში ასობით გვერდისა და ანგარიშის წასაშლელად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.