ორიგინალი
გამოცემა Rapporteur: სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს - დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ
იმედი·01:06

გამოცემა Rapporteur: სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს - დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ

26 ნოემბერი, 2026 · 01:06

სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს. ევროპელი დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ.

გამოცემა Rapporteur-ის მიერ მოპოვებული ოთხშაბათის სამიტის დეკლარაციის სამუშაო ვერსია „შესაბამის პარტნიორებს“ მოუწოდებს, „შეასრულონ სამართალმემკვიდრეობის საკითხებზე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა შეუსრულებელი ვალდებულება და გადაჭრან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხები“. ევროპელი დიპლომატების განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი დოკუმენტში ნაწილობრივ სლოვენიის ლობირების შედეგად მოხვდა.

1990-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გაფორმებული სამართალმემკვიდრეობის შეთანხმება ყოფილი ფედერაციის აქტივებისა და ვალდებულებების განაწილებას არეგულირებს, თუმცა ფედერალური სადაზვერვო სამსახურების არქივების დიდი ნაწილი კვლავ ბელგრადში ინახება და მათზე წვდომა შეზღუდულია.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2024 წლის ევროპული არჩევნების შემდეგ სლოვენიის მაშინდელმა ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობამ წარადგინა - მანამ, სანამ მიმდინარე წლის აპრილში ხელისუფლებაში მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა დაბრუნდებოდა. თავად კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს.

გასულ თვეს იანშამ სოციალურ ქსელში გააზიარა წიგნის ყდა, რომელიც კოსს 1980-იან და 1990-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიტიკურ პოლიციასთან (UDBA) თანამშრომლობაში ადანაშაულებს. სლოვენიის პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ ლუბლიანა არ მისცემს სერბეთს ევროკავშირში გაწევრების გზაზე წინსვლის საშუალებას, „სანამ სერბეთი სლოვენიას არ გადასცემს ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის უსაფრთხოების, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების ყველა არქივს“.

სამი ევროპელი დიპლომატის ვარაუდით, დეკლარაციაში უფრო მკაცრი ფორმულირების შეტანაზე სლოვენიის დაჟინებული მოთხოვნა, შესაძლოა, სწორედ იანშას მიერ არქივების გადაცემის მოთხოვნას უკავშირდებოდეს. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ სამართალმემკვიდრეობის შეთანხმების საკითხი ოთხშაბათის შეხვედრის დღის წესრიგში აქტიურად დგას, მეორე დიპლომატმა კი აღნიშნა, რომ დოკუმენტი გადაუჭრელ ფინანსურ და ქონებრივ პრეტენზიებსაც მოიცავს.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სლოვენიის პოზიცია მარტა კოსის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს, სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ კავშირი არ უარყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე მითითება დასავლეთ ბალკანეთის სამიტების დეკლარაციებში წლების განმავლობაში ხვდებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გამოცემა Rapporteur: სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს - დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • BM.GE·20:20
    ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს
  • კომერსანტი·19:30
    აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • რუსთავი 2·18:22
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
ევროკავშირისმთავრობის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·01:14

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
იმედი·00:48

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს
იმედი·22:52

რასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა

რასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
იმედი·22:07

USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები - როგორ თანამშრომლობდა ISFED-ი Facebook-თან საქართველოში ასობით გვერდისა და ანგარიშის წასაშლელად

USAID-ის გასაჯაროებული დოკუმენტები - როგორ თანამშრომლობდა ISFED-ი Facebook-თან საქართველოში ასობით გვერდისა და ანგარიშის წასაშლელად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.