ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე: ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა, ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ წინააღმდეგობის პოლიტიკა
იმედი·08:31

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე: ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა, ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ წინააღმდეგობის პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2026 · 08:31

საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად წარდგენილი იქნა წლის დასაწყისში. ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პირობებში, მას შემდეგ, რაც გასული წლის მინისტერიალის ფარგლებში, ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული კვიპროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენ შარშან ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა ერთი კონკრეტული ქვეყნის, და ეს საიდუმლო არ არის, თურქეთის პოზიციის გამო, ვერ შედგა კონსენსუსი და შემდგომ უკვე წლის დასაწყისში საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ საქართველოს კანდიდატურა განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს კანდიდატურის წარდგენას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია.

„ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის პოლიტიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში კონსენსუსი გულისხმობს ყველას დათანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი. საქართველოსთან მიმართებაში ალბათ ყველაზე მეტად, ვისი პოზიციაც შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი, ჩვენ უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს პოზიცია ექნებოდა რუსეთს და რუსეთი იქნებოდა წინააღმდეგი საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობის. თუმცა, ასე არ მოხდა, რუსეთს არ დაუფიქსირებია წინააღმდეგობრივი პოზიცია. წინააღმდეგობრივ პოზიცია არ დაუფიქსირებია ამერიკის შეერთებულ შტატებს; ბევრ ქვეყანას, მათ შორის არც მეზობელ ქვეყნებს, არც უკრაინას, არც კანადას, ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მეზობელი ქვეყნების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებიც გაჟღერდა. ეს არის პროცესი. ჩვენ გვექნება მსჯელობა ლუგანოში მინისტერიალის ფარგლებში," - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევის პროცესზეც.

„ამჟამინდელი თავმჯდომარეობის საქმეა, დიდწილად იმუშაოს იმისათვის, რომ მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული და შეკრას ერთგვარად კონსენსუსი რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, საქართველოში ვიზიტი განახორციელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის რანგში. ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათ საკმაოდ დიდი მუშაობა გასწიეს კონკრეტულ ქვეყნებთან საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენ პირდაპირი დიალოგი არ გვქონია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გარკვეული კომუნიკაცია სწორედ შვეიცარიის მხრიდან შედგა რუსულ მხარესთან. გარკვეულ ქვეყნებთან იყო შვეიცარიის მუშაობა განხორციელებული და ახლაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ყველანაირ გზას ეძებს, რომ მომავალი წლის თავმჯდომარე იყოს შერჩეული. ეს არ არის მარტივი პროცესი. მათ არ აქვთ კონსენსუსი არცერთ იდეაზე, რაც გაჟღერდა ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით და რეალობა არის ასეთი: დღეს განსახილველად ასე ვთქვათ, მინისტერიალამდე კანდიდატურებს თუ შევხედავთ, არის კვლავ კვიპროსის კანდიდატურა და არის საქართველოს კანდიდატურა, ვისაც ოფიციალურად აქვს განაცხადი თავმჯდომარეობაზე. მზადყოფნა შეიძლება ბევრი ქვეყნის მხრიდან იყოს. ყველა ქვეყანა შეიძლება მზად იყოს მომავალ წელს თავჯდომარეობისთვის, თუმცა ასეთი სურვილი არავის გაუჟღერებია და განაცხადი ამ დრომდე არავის გაუკეთებია”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე: ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა, ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ წინააღმდეგობის პოლიტიკა

თემა: ბოჭორიშვილი

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კვირა·02:06
    მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
  • რუსთავი 2·01:28
    მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება
  • ინფო 9·00:45
    მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
  • პრაიმტაიმი·00:44
    მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
ბოჭორიშვილიმაკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·08:37

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
იმედი·08:35

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
იმედი·08:26

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
იმედი·08:19

მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე

მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.