ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
იმედი·08:35

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან

26 ნოემბერი, 2026 · 08:35

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, ბრიუსელის პოლიტიკასა და დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იცვლება დამოკიდებულება არა უშუალოდ საქართველოს, არამედ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ. მისი თქმით, სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ჩართულობა აუცილებელია, ხოლო არჩართულობის პოლიტიკის მხარდამჭერთა წრე მცირდება.

„საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან მცირე ჯგუფია იმ აქტორებისა, რომლებიც მხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, „გაბუტვის პოლიტიკას“ საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებშიც შეინიშნება. საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების რაოდენობა შემცირებულია, რაც შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ქვეყნების წარმომადგენლებს აღარ სურთ ბრიუსელის პოლიტიკის ღიად მხარდაჭერა.

„თუ დააკვირდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გაკეთებულ განცხადებებს, შეგიძლიათ შეადაროთ, რა ხდებოდა ერთი წლის წინ და რა ხდება ახლა, როდესაც საქართველოსთან ან ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით არის მსჯელობა. ბევრად უფრო ნაკლები განცხადება გვხვდებათ საქართველოსთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს შეფასება, უბრალოდ, მათ არ სურთ დააფიქსირონ კრიტიკული პოზიციები და იყვნენ ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერები, როდესაც საუბარია საქართველოსთან არჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებაზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ბრიუსელში ევროკომისიის ცალკეული თანამდებობის პირების როლზე და განაცხადა, რომ გარკვეული ინსტრუქციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სწორედ ამ პირებისგან მიეწოდებათ. მინისტრის შეფასებით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ მითითებებს მიჰყვება, თუმცა მათი გავლენა თანდათან მცირდება.

„არიან კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც იყენებენ თავიანთ თანამდებობებს ბრიუსელში, ევროკომისიაში, რომ გარკვეული დირექტივები მისცენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და განუსაზღვრონ, რა უნდა გააკეთონ მათ. ზოგი მიჰყვება, ზოგი არ მიჰყვება ამ ინსტრუქციებს. სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიჰყვება,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრების გაშუქებასთან დაკავშირებულ შემთხვევებზეც. მისი თქმით, წარსულში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც გარკვეული შეხვედრების შემდეგ მხარეები ფოტოების გადაღებისა და შეხვედრის საჯაროდ გაშუქებისგან თავს იკავებდნენ.

„ეს ინსტრუმენტიც გაცვდა. ახლა ნაკლებად არის ასეთი შემთხვევები, ახლა არავინ ერიდება არც ფოტოს გადაღებას და არც შეხვედრას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • კვირა·01:54
    მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
  • რუსთავი 2·01:28
    მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება
  • ფრონტნიუსი·00:18
    მალგოჟატა გოშევსკა - კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს
  • ინტერპრესნიუსი·23:45
    ტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
ევროკავშირისბოჭორიშვილიმაკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·08:37

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
იმედი·08:31

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე: ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა, ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, გააგრძელონ წინააღმდეგობის პოლიტიკა

იმედი·08:26

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
იმედი·08:06

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.