ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება
იმედი·10:09

26 ნოემბერი, 2026 · 10:09

ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტი, როგორც წესი, გვერდზე დებს ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს, სადაც წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული იყო. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტმა თავისი სანდოობა პრაქტიკულად გაანადგურა, ახლა კი მორიგი რეზოლუციის „გამოცხობას“ აპირებს.

მაშინ, როცა ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები თუ სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. ეს ცნობილ ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ნათქვამ ფრაზას მაგონებს: „მაინც ამოვთხრი!“. ისინი გვერდზე დებენ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ რეზოლუციებს და წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

თემა: რომელი

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ინფო 9·08:47
    მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
  • რუსთავი 2·08:28
    მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
  • კვირა·02:06
    მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
  • პრაიმტაიმი·00:40
    რომელ დღეებში (არ) უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე - ნინუშკა ლისენკოს რეკომენდაცია
რომელი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·10:16

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება🏀

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება🏀
იმედი·10:14

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იმედი·10:14

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იმედი·09:52

გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.