ორიგინალი
Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ
იმედი·11:25

Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ

26 ნოემბერი, 2026 · 11:25

საბერძნეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. საჯარო სექტორის თანამშრომლებმა და კერძო სექტორის რამდენიმე პროფკავშირმა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა გამართეს, იუწყება Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. გაფიცვამ ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

აქციების გამო შეჩერდა კუნძულების მიმართულებით საბორნე მიმოსვლა, ასევე დილის ადრეულ და საღამოს საათებში ათენის მეტროს მუშაობა. გაფიცვას შეუერთდნენ მეზღვაურები, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სფეროების თანამშრომლები. რამდენიმე რეგიონულ აეროპორტში ფრენებიც შეჩერდა.

გაფიცვა საბერძნეთის უმსხვილესმა საჯარო სექტორის პროფკავშირმა ADEDY-მ მოაწყო. მონაწილეები მოითხოვდნენ სახელმწიფო ვალის კრიზისის პერიოდში გაუქმებული ყოველწლიური დანამატების აღდგენასა და ჯანდაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების გაზრდას.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენში გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სკოლის მასწავლებლები, საავადმყოფოების ექიმები და სტუდენტები. აქციის მონაწილეებს ბანერები ჰქონდათ წარწერით: „საკმარისია! ხელფასების გაზრდას ვითხოვთ!“ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირებში საბერძნეთში ეს უკვე მესამე მასშტაბური გაფიცვაა. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი ეხმიანება ევროპაში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო ტალღას, რომლის მონაწილეებიც სკოლებში არასათანადო პირობებს, საცხოვრებლის გაძვირებასა და ცხოვრების დონის გაუარესებას აპროტესტებენ.

საბერძნეთი ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანაა. გასული ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 280 მილიარდი ევროს ოდენობის საერთაშორისო ფინანსური დახმარების შემდეგ, ქვეყანამ მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლო, წერს სააგენტო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ

თემა: მოძრაობა

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • აიპრესი·21:53
    გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
  • რუსთავი 2·21:32
    2008 წლის ომის, სერგო თეთრაძის, ლაფანყურისა და ყინწვისის საქმეები და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარსულის უარყოფა - როგორია მმართველი გუნდის პასუხი
  • ფორმულა·20:55
    ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • აჭარის ტელევიზია·20:35
    ხულო-უტყისუბანის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
მოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·11:29

დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“ ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი : USAID-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ილონ მასკმა ამ სენსაციურ ინფორმაციას კიდევ უფრო ფართო გავრცელება შესძინა, რითაც დაადასტურა, რომ USAID-მა „გლობალური ფერადი რევოლუციების“ მანქანა შექმნა და ახლა ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის

იმედი·10:36

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
იმედი·10:23

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.