ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი : USAID-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ილონ მასკმა ამ სენსაციურ ინფორმაციას კიდევ უფრო ფართო გავრცელება შესძინა, რითაც დაადასტურა, რომ USAID-მა „გლობალური ფერადი რევოლუციების“ მანქანა შექმნა და ახლა ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის
ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„USAID-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ილონ მასკმა ამ სენსაციურ ინფორმაციას კიდევ უფრო ფართო გავრცელება შესძინა, რითაც დაადასტურა, რომ USAID-მა „გლობალური ფერადი რევოლუციების“ მანქანა შექმნა და ახლა ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის. როდესაც საქართველომ სცადა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების გამჟღავნება სავალდებულო გაეხადა, იმავე ქსელმა მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო”, - წერს ჟურნალისტი.
როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
