ორიგინალი
დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“ ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო
იმედი·11:29

დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“ ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო

26 ნოემბერი, 2026 · 11:29

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველ რაუნდსა და ოპოზიციის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქართველიშვილი წერს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც, მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და „ურჩი“ ქართული ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გაგრძელების მცდელობა იგრძნობოდა, უკრაინის მოქალაქემ, რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, იგორ ივანოვზე მოგონებების გამო ცრემლი ღვარა.

ქართველიშვილის თქმით, საქართველოში „ცხენოსანი მეზღვაურები“ კვლავ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა დატოვონ პოლიტიკური სივრცე, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი რუსეთის შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“, ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო - 28 ნოემბრის ამინდის პროგნოზის გამოქვეყნების სურვილი გამიჩნდა, ექსკლუზიურად ნაცსექტანტებისთვის.

„დღეიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ამინდს განაპირობებენ რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მაღალღრუბლიანობის გამო. რუსეთიდან შემოსული ანტიციკლონი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს“...

არა და, თავისას არ იშლიან - მოსკოვისთვის მონატრებული სასარგებლო იდიოტების რანგში დასაბრუნებლად ემზადებიან ხელისუფლებაში, თავის მორიგ „გრანდიოზულ აქციაზე“. რაღაცას ხომ აქვს თავისი უაზრობის „წითელი ხაზი“ - რომელიც დიდი ხანია გადაიკვეთა. ერთი ისტორია მახსენდება: დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეებში, ცნობილ რუს მხატვარ კონსტანტინე კოროვინს ესტუმრა გამოჩენილი რუსი ბანი თეოდორე შალიაპინი და ჰკითხა: „მე მაიძულებენ კონცერტი გავმართო ცხენოსანი მეზღვაურეების (морская кавалерия) წინაშე. ღვთის გულისათვის მიპასუხე - რას ნიშნავს ეს „ცხენოსანი მეზღვაურეები?“. „არ ვიცი, რას ნიშნავს „ცხენოსანი მეზღვაურეები“, - პირქუშად უპასუხა კოროვინმა - მაგრამ უკვე დადგა იმის დრო, რომ აქედან უნდა გავაჯვათ...“

როდის მიბაძავენ ამ ბრძენ რუსებს ჩვენი „ცხენოსანი მეზღვაურები“ - რომლებიც რუსთაველს, ვითარცა მაცივარს არიან მიწებებულები მაგნიტებივით - ვერ გეტყვით. მაგრამ, უკვე თვალწინ მიდგას რუსეთისა და რუსების გაფართოებული თვალის გუგები, რომლებისთვის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი - მათ შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. არანაკლებად სერიოზულს, ვიდრე ფერნაკლული ცისარტყელას დროშის ქვეშ გაერთიანებული ნაცსაქართველო. ერთხელ საცობში, რადიოში - ერთ-ერთ ლიბერალურ გადაცემაში ესეთი შეკითხვა დაუსვეს მსმენელებს: „ქვეყნის ხსნა - დასავლეთიდან მოდის, თუ ჩრდილოეთიდანო“- და სატელეფონო ზარი შემოუშვეს სტუდიაში...

მსმენელის პასუხი იყო: „არც იქიდანო და არც აქედანო“ - „მა საიდანო“, არ მოეშვა წამყვანი. „საქართველოს ხსნა მუდამ აღმოსავლეთიდან იყო, არის და იქნება“ - უპასუხა მსმენელმა. „აააა...ჩინეთი, რა თქმა უნდა, ჩინეთი?“ - დამცინავად ჩაეკითხა წამყვანი. „რა ჩინეთი - რის ჩინეთი“- მშვიდად მიუგო მსმენელმა: „ქრისტეშია ხსნა - რომელიც მეორე მოსვლისას აღმოსავლეთიდან მოვა, მანამდე კი ყოველ დღე მის სახელზე აღმოსავლეთისკენ ვლოცულობთ“ - და გავიდა მისთვის ამ, უკვე უინტერესო რადიოეთერიდან...“, - წერს ქართველიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ „ქართულ ოცნებაზე“ ამასთანავე რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთისუკრაინისოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·11:29

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი : USAID-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ილონ მასკმა ამ სენსაციურ ინფორმაციას კიდევ უფრო ფართო გავრცელება შესძინა, რითაც დაადასტურა, რომ USAID-მა „გლობალური ფერადი რევოლუციების“ მანქანა შექმნა და ახლა ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი : USAID-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ილონ მასკმა ამ სენსაციურ ინფორმაციას კიდევ უფრო ფართო გავრცელება შესძინა, რითაც დაადასტურა, რომ USAID-მა „გლობალური ფერადი რევოლუციების“ მანქანა შექმნა და ახლა ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის
იმედი·11:25

Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ

Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ
იმედი·10:36

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
იმედი·10:23

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.