ორიგინალი
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა
იმედი·11:45

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა

26 ნოემბერი, 2026 · 11:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ, სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის (SLOVAK AID) ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი სკოლისათვის სათბურის მშენებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია თევდორაძემ და საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ მოაწერეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.

„მადლობას ვუხდით სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის და ამ ძალიან საინტერესო პროექტის დაფინანსებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენი სკოლის განვითარებასა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს, მისცემს მათ შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და ახალი უნარები გამოიმუშაონ“, - განაცხადა გიორგი ძაძამიამ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 50 კვ.მ ფართობის, სრულად აღჭურვილი სათბური, სადაც მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობების ჩატარებასა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებას. სათბური პრაქტიკულ სასწავლო პროცესში 110-მდე მოსწავლისა და 15 მასწავლებლის ჩართულობას უზრუნველყოფს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა შეისწავლონ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსაგან მიღებული დაფინანსება პირველი არ არის. 2021 წელს სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პროექტმა გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოეწყო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:01

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა
იმედი·12:00

შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა

იმედი·11:58

The Telegraph: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ომის შემთხვევაში გამოსაძახებლად 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს

The Telegraph: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ომის შემთხვევაში გამოსაძახებლად 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს
იმედი·11:55

მარიამ ქვრივიშვილი: რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.