ორიგინალი
თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა
იმედი·12:31

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

26 ნოემბერი, 2026 · 12:31

არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, რა პოლიტიკურმა გათვლებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და დამატებით ოკუპაციამდე, რატომ გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე, რა იმალება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული და შემდგომ წაშლილი განცხადების მიღმა, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა, შემდეგ კი, „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით, ეს ხაზი „ქართული ოცნების“ გუნდზე თავდასხმის პოლიტიკურ ნარატივად აქცია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციისა და სხვადასხვა აქტორის მიერ ხელისუფლებისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიკერებისათვის წარმოებულ კამპანიას კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით გამყარდა, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს, პოლიტიკური გააზრების თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასარგებლოდ ფასდება.

„ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მძიმე რეალობაა, რომლის შეცვლაც მხოლოდ პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკითაა შესაძლებელი. დიალოგი და მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ მათი მიზანი არა დათმობა, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევა - დეოკუპაცია და ეროვნული ინტერესების დაცვაა. მინსკში გამართულმა შეხვედრამ (ზურაბაშვილი–გალუზინი) და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის არასამართლიანი მიდგომით შეზღუდვა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საფრთხეა და გამოსავალი საექსპორტო ბაზრების სწრაფ დივერსიფიკაციაშია. რუსეთის მხრიდან თითქოს უწყინარი შემოთავაზება, დაიწყოს სტუდენტური გაცვლები და საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით ვერ აიხსნება, რადგან ეს გარკვეულწილად „რბილი ძალის“ საფრთხესაც შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაციის პირობებში ნებისმიერ კომუნიკაციას მკაცრი პოლიტიკური ჩარჩო და გამჭვირვალობა სჭირდება. აქ აუცილებლად უნდა შევეხო ოპოზიციისა და სხვადასხვა აქტორის მიერ ხელისუფლებისთვის ,,პრორუსულის“ იარლიყის მიკერებისათვის წარმოებულ კამპანიას, რომელსაც კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით გამყარდა, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს, პოლიტიკური გააზრების თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასარგებლოდ ფასდება. არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს: რა პოლიტიკურმა გათვლებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და დამატებით ოკუპაციამდე? რატომ გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე? რა იმალება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული და შემდგომ წაშლილი განცხადების მიღმა? ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა. შემდეგ კი, „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით, ეს ხაზი „ქართული ოცნების“ გუნდზე თავდასხმის პოლიტიკურ ნარატივად აქცია. ერთის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ურთიერთობების მოწესრიგების ინტერესს დეკლარირებს, მეორე მხრივ კი, უსაფუძვლო პრეტენზიებს აყენებს. როგორც იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ხელს უწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაგრძელებაა და საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

თემა: რუსული

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • GHN·08:24
    ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
  • კვირის პალიტრა·00:28
    "საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა
  • ინტერპრესნიუსი·23:16
    მალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:01

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა
იმედი·12:52

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
იმედი·12:51

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება
იმედი·12:37

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი USAID-ზე: ეს არის ამერიკის ისტორიაში გადასახადის გადამხდელთა ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. ამერიკელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი USAID-ზე: ეს არის ამერიკის ისტორიაში გადასახადის გადამხდელთა ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება უნდა გააგრძელოს. ამერიკელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.