ორიგინალი
პრეზიდენტი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე
იმედი·13:16

პრეზიდენტი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე

26 ნოემბერი, 2026 · 13:16

დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურ, კეთილსინდისიერ შრომაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წესწყობილება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს.

„ღრმად სიმბოლურია, რომ ამ ახალ სახელმწიფოებრივ ტრადიციას საფუძველს სწორედ აქ, ეროვნულ სასახლეში ვუყრით - იმ ისტორიულ კედლებში, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და მისი სამართლებრივი საძირკველი ჩაიყარა.

დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს.

ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა.

გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა. ელექტრონული სისტემების წარმატებულმა დანერგვამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართულ საარჩევნო ადმინისტრაციას შესწევს უნარი, ურთულესი რეფორმები მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით განახორციელოს. ეს არის მიღწევა, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს სამართლიანად შეუძლია იამაყოს.

განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც უწყება ბოლო წლებში აღმოჩნდა. ხელოვნურ აჟიოტაჟსა და ცილისწამებას თქვენ დაუპირისპირეთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, სრული გამჭვირვალობა და უტყუარი ფაქტები - რითაც არა მხოლოდ დაიცავით ინსტიტუტის ღირსება, არამედ კიდევ უფრო განამტკიცეთ მისი ავტორიტეტი.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე. ეს დიდი პატივია, ამავდროულად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც. ზეწოლის პირობებში შენარჩუნებული სიმშვიდე, კანონის უზენაესობის ერთგულება და პროფესიული კეთილსინდისიერება არის თქვენი მთავარი ძალა და საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ ამ მაღალ სტანდარტსა და სახელმწიფოებრივ ტრადიციას ახალი თაობაც ღირსეულად გააგრძელებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის სამსახურში!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრეზიდენტი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·13:44

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს
იმედი·13:38

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა
იმედი·12:52

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
იმედი·12:51

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.