ორიგინალი
გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 11 პოზიციით დაწინაურდა
იმედი·13:37

გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 11 პოზიციით დაწინაურდა

26 ნოემბერი, 2026 · 13:37

გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის (UN E-Government Survey 2026) თანახმად, საქართველომ ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსში (EGDI) პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა და 69-ე ადგილიდან 58-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანამ ინდექსში 0.8066 ქულა მიიღო და კვლავ ელექტრონული მმართველობის განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე ქვეყნების ჯგუფში (Very High EGDI) დაიკავა ადგილი, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი ქვეყანაში ციფრული საჯარო სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის დონეს აფასებს. იგი სამი თანაბარი წონის კომპონენტისგან შედგება: ონლაინ სერვისების ინდექსი (OSI), სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინდექსი (TII) და ადამიანური კაპიტალის ინდექსი (HCI).

„კვლევას გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი (UN DESA) ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2026 წლის კვლევა გაეროს წევრ სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების მდგომარეობას აფასებს და ციფრული მმართველობის მიმართულებით ქვეყნებს შორის შედარების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს შედეგი ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროგრესს ასახავს და ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 11 პოზიციით დაწინაურდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:03

პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ იმავე ტენდენციას, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და საკითხი ამოიწურება

იმედი·14:02

Reuters: ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე იმსჯელებს - ინიციატივას ოთხი ქვეყანა ეწინააღმდეგება

Reuters: ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე იმსჯელებს - ინიციატივას ოთხი ქვეყანა ეწინააღმდეგება
იმედი·13:44

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს
იმედი·13:38

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.