ორიგინალი
ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე: უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, ეს შეიძლება მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ
იმედი·15:06

ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე: უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, ეს შეიძლება მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ

26 ნოემბერი, 2026 · 15:06

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, ეს შეიძლება მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.

„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები. ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები, რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები. თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც, მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი. დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი, ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე: უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, ეს შეიძლება მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • რუსთავი 2·14:13
    პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: "დიფ სთეითის" მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდება თავად ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ხელწერა იგივეა, იმედი მაქვს ამას გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლებაში
  • ტვ პირველი·13:47
    საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - გეგელია
  • პოსტივი·12:17
    შალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”
  • პრაიმტაიმი·12:09
    შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები - ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა
ხელისუფლებისკობახიძეიყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:28

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.