ორიგინალი
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა
იმედი·15:22

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა

26 ნოემბერი, 2026 · 15:22

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს ანკარის სათავო ოფისის შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშსა და სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, საქართველოს ვეტერანების მიმართ მხარდაჭერის დასტურად, სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 25 ელექტროადაპტირებული ეტლი გადმოსცა.

„ჩვენ მადლიერებით ვიღებთ ჩვენი თურქი მეგობრების ამ დახმარებას, რაც მნიშვნელოვანი თანადგომაა შშმ ვეტერანებისთვის“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეხვედრაზე ილაპარაკა ასევე სამსახურის განვითარების დინამიკაზე, ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე; ხაზი გაუსვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან_ TIKA-სთან მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობას და მომავალში ურთიერთობის გაფართოების სურვილი გამოთქვა.

ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ TIKA საქართველოში ვეტერანების_ამ ღირსეული ადამიანების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს; მან კობა კობალაძეს გულთბილი მიღებისა და მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავაც განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის ურთიერთობა ახალი, წარმატებული პროექტებით გაღრმავდება.

სალიჰ ოზერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახალი პროექტების შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება ის გამოწვევები, რომლებიც დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელთა გადალახვაშიც ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება პროცესის ეფექტიანობას გაზრდის.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_TİKA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, ვეტერანთა მხარდაჭერის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2018 წელს, TİKA-ს თანადგომით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზი. თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა - 2022 წელს TİKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო 2025 წლის ივნისში ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა. გასულ წელს, TİKA-ს ჩართულობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-საძიებო სამსახურიდან მაღალკვალიფიციურმა თურქმა ინსტრუქტორებმა ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: „ღია რელიეფზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები“ და ცენტრს სამაშველო ეკიპირება და სპეცფორმები გადასცეს. მიმდინარე წლის სექტემბერში კი, სააგენტოს ძალისხმევით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ.

ცნობისთვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო -TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის სამი ათეული წელია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა სფეროში ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა

თემა: პროექტი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • რუსთავი 2·13:26
    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა
  • პრაიმტაიმი·12:56
    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა
  • აჭარის ტელევიზია·12:11
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
  • პოსტივი·10:28
    თორნიკე ზირაქიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ: „კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზეა – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და გამჭვირვალე“
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
იმედი·17:14

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.