ორიგინალი
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა
პრაიმტაიმი·12:56

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა

26 ნოემბერი, 2026 · 12:56

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს ანკარის სათავო ოფისის შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშსა და სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს, სალიჰ ოზერს, თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, საქართველოს ვეტერანების მიმართ მხარდაჭერის დასტურად, სამსახურს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 25 ელექტრო- ადაპტირებული ეტლი გადმოსცა. „ჩვენ მადლიერებით ვიღებთ ჩვენი თურქი მეგობრების ამ დახმარებას, რაც მნიშვნელოვანი თანადგომაა შშმ ვეტერანებისთვის“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა, ასევე, სამსახურის განვითარების დინამიკაზე, ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე; ხაზი გაუსვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან TIKA-სთან მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობას და მომავალში ურთიერთობის გაფართოების სურვილი გამოთქვა. ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ TIKA, საქართველოში, ვეტერანების_ამ ღირსეული ადამიანების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს; მან, კობა კობალაძეს, გულთბილი მიღებისა და მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავაც განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის ურთიერთობა ახალი, წარმატებული პროექტებით გაღრმავდება. სალიჰ ოზერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახალი პროექტების შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება ის გამოწვევები, რომლებიც დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელთა გადალახვაშიც ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება პროცესის ეფექტიანობას გაზრდის.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TİKA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2018 წელს, TİKA-ს თანადგომით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზი. თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა - 2022 წელს, TİKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო 2025 წლის ივნისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა. გასულ წელს, TİKA-ს ჩართულობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-საძიებო სამსახურიდან, მაღალკვალიფიციურმა თურქმა ინსტრუქტორებმა, ტრენინგი ჩაატარეს თემაზე:’’ღია რელიეფზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები’’და ცენტრს სამაშველო ეკიპირება და სპეცფორმები გადასცეს. მიმდინარე წლის სექტემბერში კი სააგენტოს ძალისხმევით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. ცნობისთვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო -TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის, სამი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა

თემა: პროექტი

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·08:55
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
  • ინტერპრესნიუსი·08:10
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
  • იმედი·08:06
    ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრა დღეს გაიმართება
  • ინფო 9·00:45
    მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:50

ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი

ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
პრაიმტაიმი·12:36

1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება
პრაიმტაიმი·12:33

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს
პრაიმტაიმი·23:56

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.