ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ჩვენ მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს - ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო.
იმედი·15:29

26 ნოემბერი, 2026 · 15:29

ევროკავშირი ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების დამხობას, არჩევნებში ჩარევას. ამ სამყაროში სხვა ქვეყნების მხრიდან ვისი იმედი უნდა გვქონდეს? - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მან ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების იმედიან განწყობასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილი საქართველოს ეროვნული ინტერესებია.

„მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ასე რომ, ჩვენ მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს და არც არასდროს ყოფილა სამყარო სხვანაირი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. მორჩა! არც გერმანია ზრუნავს ჩვენზე, არც რუსეთი, არც საფრანგეთი, არც ევროკავშირის ელჩი და საერთოდ არავინ. ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო. ასე რომ, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესიდან უნდა ამოვიდეთ. მეგობრობა სწორედ ეს არის, რომ ყველა აცნობიერებს თავის ინტერესს და ყველა ხვდება, რომ მეორეც მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად კი მან განაცხადა, რომ მაგალითად, საქართველოსა და რუსეთის საერთო ინტერესია, რომ ქართული ღვინო რუსეთში შედიოდეს.

„სწორედ ამას ამბობდა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს მიდგომა [რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების შეზღუდვა] თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის და ამიტომაც გვიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხი, რომელიც ამავე დროს თავად რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ახლა, როცა შეზღუდვაა, არ ხდებოდეს ამ საკითხების გადაწყვეტა, რაც თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია.

რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან იყო დასახელებული რამდენიმე საბაბი - ხარისხი, თითქოს უკრაინის ომის დაფინანსება და რიტორიკა. რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან დღესაც იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, ვიდრე საქართველოდან. მათ შორის ლიდერები არიან ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი, ლამის აცხადებენ, რომ ომში არიან ერთმანეთთან. თუ ვინმე აფინანსებს უკრაინის ომს, სწორედ ისინი და თუ ვინმეს რიტორიკა აქვს, მათ აქვთ რიტორიკა. ამიტომ ესეც აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ საბაბი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ჩვენ მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს - ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო.

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 138 სტატია.

  • რუსთავი 2·13:58
    დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​
  • კვირის პალიტრა·12:37
    "ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე
  • ინტერპრესნიუსი·12:25
    გიორგი შარაშიძე - ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს - თავის თავს დააბრალონ!
  • პრაიმტაიმი·12:24
    შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
ევროკავშირისხელისუფლებისპროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:44

შალვა პაპუაშვილი: რუსეთთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობის ერთადერთი ბარიერი გვაქვს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს

იმედი·15:39

გარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები

იმედი·15:38

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს
იმედი·15:34

ირაკლი კობახიძე: ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.