ორიგინალი
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენთურქს შეხვდა
იმედი·17:03

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენთურქს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 17:03

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენთურქთან შეხვედრა გამართა.

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილეები ამირან გულუაშვილი და ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, გენერალური პროკურორის მოადგილე ომერ ერდოღმუში, საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პროკურორი სედა თურქან მანავ დურსუნი, უფროსი პროკურორები ატიფ მოღულქოჩი და ფათიჰ მეჰმეთ აქსოი ესწრებოდნენ.

გიორგი გვარაკიძემ მუჰსინ შენთურქს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მუჰსინ შენთურქმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მხარეებმა განიხილეს კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები. ასევე იმსჯელეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენთურქს შეხვდა

თემა: სასამართლოში

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • GHN·13:20
    ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან ესაუბროს მოქალაქეებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება - გიორგი შარაშიძე
  • კვირის პალიტრა·12:00
    ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?!
  • ამბები.ge·11:47
    ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - "სასამართლოს გარეშე შევთანხმდით"
  • კვირა·01:00
    ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ, ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ
სასამართლოში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:35

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
იმედი·17:31

კუშნერმა უკრაინა, პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

კუშნერმა უკრაინა, პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა
იმედი·17:28

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.