ორიგინალი
მარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
პოსტივი·12:19

26 ნოემბერი, 2026 · 12:19

„საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

„მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე.

მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით.

ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის, ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“

თემა: ჩინეთის

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 138 სტატია.

  • BPN·13:25
    პუტინის რეჟიმი ომს გადაიტანს, თუმცა საბოლოოდ ჩინეთის დანამატი გახდება - ჰარვარდელი მკვლევარები
  • პალიტრა ნიუსი·10:00
    სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ღრმავდება - განათლება, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი ხიდი
  • ფორმულა·08:04
    აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა
  • BM.GE·00:05
    Ka Group : ჩინეთი ზამთრის ქართული კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·16:30

უეფა: „ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“

პოსტივი·14:49

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

პოსტივი·13:39

დავით ქართველიშვილი: „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა”

პოსტივი·13:25

ᲒᲐᲛᲠᲔᲙᲔᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐᲖᲔ, „ᲐᲕᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲜᲐᲪᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ“ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ

ᲒᲐᲛᲠᲔᲙᲔᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐᲖᲔ, „ᲐᲕᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲜᲐᲪᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ“ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.