ორიგინალი
ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?
ამბები.ge·11:44

ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?

26 ნოემბერი, 2026 · 11:44

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების დაპირისპირების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კრიმინალური თემატიკის რუსული გამოცემა "Прайм Крайм“-ის ცნობით, იტალიაში, სამძიმრის სუფრაზე, ვაჟა სულამანიძესა და თემურ ჭურაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც გამოცემა წერს, შეკრებას მინდია გორაძე, მეტსახელად, "ლავსოღლი ბათუმსკიც" ესწრებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, ამჟამად თავისუფალია.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ქუთაისელი "კანონიერი ქურდის“, ჯონდო ესებუას მამის გარდაცვალების გამო გამართულ ქელეხზე მოხდა. შეკრებას თავად ჯონი ესებუა, თემურ ჭურაძე, მინდია გორაძე და კრიმინალურ წრეებში ცნობილი სხვა პირებიც ესწრებოდნენ.

"Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა სუფრაზე ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვაჟა სულამანიძემ თემურ ჭურაძეს პრეტენზიები წაუყენა. ჭურაძემ კი ეჭვქვეშ დააყენა სულამანიძის, როგორც "კანონიერი ქურდის“, ავტორიტეტი და მისი პრეტენზიების საფუძვლიანობა.

გამოცემის ცნობით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, თუმცა ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ, მონაწილეები შერიგდნენ და ერთმანეთი კრიმინალური სტატუსის მქონე პირებად აღიარეს.

"Прайм Крайм“ მომხდარს ქართველი ახალბედა "კანონიერი ქურდების“ სტატუსის ლეგიტიმაციის მცდელობას უკავშირებს. გამოცემის შეფასებით, ამ პროცესის უკან ტარიელ ონიანის ინტერესებიც იკვეთება.

რატომ არის მნიშვნელოვანი მინდია გორაძის გამოჩენა?

მინდია გორაძე, იგივე ლავსოღლი ბათუმსკი, 2025 წლის 21 მაისს რომის ჩიამპინოს აეროპორტში დააკავეს. მასზე ძებნა საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყო გამოცხადებული.

2026 წლის 23 ივლისს იტალიის საკასაციო სასამართლომ მისი საქმის ერთ-ერთ ნაწილზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ ალბანეთში მისჯილი ერთწლიანი სასჯელი გორაძეს იტალიაში წინასწარი პატიმრობის პერიოდში უკვე მოხდილი ჰქონდა და ამ საქმეზე მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი აღარ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავდა გორაძის სრულ გამართლებას ან მის მიმართ ყველა სამართლებრივი მოთხოვნის გაუქმებას - სასამართლო განიხილავდა კონკრეტულად ალბანეთის ექსტრადიციის საკითხს.

თუმცა "Прайм Крайм“-ის 23 ნოემბრის ინფორმაციით, გორაძე უკვე იტალიაში და ჯონდო ესებუას მამის სამძიმრის სუფრას ესწრებოდა. მისი იქ გამოჩენა მიანიშნებს, რომ ამ დროისთვის თავისუფლებაზეა.

საჯარო ცხოვრება, ფუფუნება და მოდელი მეუღლე

მინდია გორაძის დაკავებამდე მისი ცხოვრების წესი არაერთხელ გამხდარა მედიის ყურადღების საგანი. 2025 წლის 18 ოქტომბერს Ambebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო მის უჩვეულოდ საჯარო ცხოვრებაზე, მდიდრულ გარემოსა და მეუღლეზე - მოდელ ნინიკო ნაცარიშვილზე.

გამოცემის ინფორმაციით, გორაძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ხშირად ჩნდებოდა ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა გამოჩენამ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშზე, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მედიის ინტერესის საგანი გახდა ნინიკო ნაცარიშვილის ძვირადღირებული სამკაულებიც. მათ შორის - Ruby Queen-ის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც იმდროინდელი ცნობით, 236 340 დოლარად იყო შეფასებული. წყვილი იტალიაში საერთო საცხოვრებლის მოწყობასაც გეგმავდა.

2025 წლის მაისში გორაძის დაკავების შემდეგ, მისი მეუღლე და შვილი იტალიაში დარჩნენ.

წაიკითხეთ ასევე:

ქართველი "კანონიერი ქურდის" საჯარო ცხოვრება, ფუფუნება და მოდელი მეუღლე, რომელიც ქმრის დაკავების შემდეგ, იტალიაში შვილთან ერთად ცხოვრობს - "ლავასოღლის" უცნობი ფოტოები მორიგი "სხოდკა" რომში: ამჯერად ონიან-ჯანგველაძის გარემოცვას 12 ახალი კანდიდატის "კანონიერ ქურდად კურთხევის" გადადება მოუხდა - რა შუაშია შაქრო კალაშოვი და რატომ ვარაუდობენ ახალ "კრიმინალურ ომს" ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრების "სხადნიაკი" რომში და 8 ქართველი, ვინც "კანონიერ ქურდად" აკურთხეს - რას წერს მედია კრიმინალურ სამყაროში მოსალოდნელ დაპირისპირებებზე?

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?

თემა: მიზეზი

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ინფო 9·00:52
    ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ, იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, ბრალი აღიაროს, არის ის, რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ
  • პრაიმტაიმი·00:34
    ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ
  • იმედი·00:09
    ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ
  • ტვ პირველი·00:03
    ევროპარლამენტარი: დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს
მიზეზი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·11:55

უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?

უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?
ამბები.ge·10:23

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები
ამბები.ge·09:39

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?
ამბები.ge·09:20

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.