ორიგინალი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ
იმედი·21:29

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ

26 ნოემბერი, 2026 · 21:29

ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, კონფლიქტის გეოგრაფიული არეალის გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა.

„უკრაინის თავდაცვის უფლება ეჭვს არ იწვევს და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. თუმცა, დაბეჯითებით ვაფრთხილებ ამ კონფლიქტის გეოგრაფიული გაფართოების დაუშვებლობაზე“, - განაცხადა მან ბერლინში, რუმინელ კოლეგასთან, დან ნიკოლაესკუსთან შეხვედრის შემდეგ.

„რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს. სანამ ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია“, - თქვა ვადეფულმა. „მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ“, - დასძინა მან.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, საჭიროა „კონფლიქტის ლოკალიზება“ და „ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილება“, კერძოდ კი, „ბალტიის ზღვის რეგიონში ნაოსნობისა და გარემოსთვის საფრთხის თავიდან აცილება“. მისი თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირში „ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ფორმულა·20:47
    უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
  • BM.GE·20:41
    ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა - უკრაინის დაზვერვა
  • პალიტრა ნიუსი·20:29
    რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებები გრძელდება - პარალელურად, ფრონტზე ბრძოლები და რუსეთის იერიშები არ წყდება
  • პრაიმტაიმი·20:06
    რობერტა მეცოლა: ევროკავშირს სჭირდება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ზრდას შეუწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს
უკრაინისმინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·22:07

რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა

რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა
იმედი·21:21

იტალიის ვიცე-პრემიერი: ზელენსკიმ თავს არ უნდა მისცეს უფლება, ომი ჩვენს კართან გადმოიტანოს - ხმელთაშუა ზღვა ჩვენი სახლია, ის ევროპის გულია, ლიბია კი იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს

იტალიის ვიცე-პრემიერი: ზელენსკიმ თავს არ უნდა მისცეს უფლება, ომი ჩვენს კართან გადმოიტანოს - ხმელთაშუა ზღვა ჩვენი სახლია, ის ევროპის გულია, ლიბია კი იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს
იმედი·21:02

ეკა სეფაშვილი NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება

ეკა სეფაშვილი NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება
იმედი·21:00

EAGLE HILLS-ის პროექტის საჯარო განხილვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

EAGLE HILLS-ის პროექტის საჯარო განხილვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.