ორიგინალი
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა - უკრაინის დაზვერვა
BM.GE·20:41

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა - უკრაინის დაზვერვა

26 ნოემბერი, 2026 · 20:41

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის ურთიერთობა ოქტომბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ფხენიანსა და სეულს შორის დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა.

ამ განცხადების საპასუხოდ, ოქტომბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ მოსკოვისგან სამხრეთ კორეის მიმართ პოლიტიკის განმარტება მოითხოვა და აღნიშნა, რომ რუსი დიპლომატის პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ ალიანსს ეწინააღმდეგება.

დაზვერვის მონაცემებით, სამხედრო მხარდაჭერის შეჩერების გადაწყვეტილება პირადად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო. ამასთან, ფხენიანმა რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა და KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეაჩერა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ასევე აყოვნებს მოსკოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც რუსეთში განთავსებული ჩრდილოკორეული სამხედრო კონტინგენტის 8,500-დან 50,000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

აგვისტოში უკრაინის დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი ფხენიანისგან დამატებით 50,000-მდე სამხედროს, რაკეტების, დრონების ოპერატორებისა და ტექნიკური ბრიგადების გაგზავნას მოითხოვდა.

ცნობისთვის, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო კავშირები 2023 წლიდან სწრაფად გააფართოვეს, ხოლო 2024 წელს გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ურთიერთდაცვის მუხლსაც ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა - უკრაინის დაზვერვა

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ფორმულა·20:47
    უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
  • პალიტრა ნიუსი·20:29
    რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებები გრძელდება - პარალელურად, ფრონტზე ბრძოლები და რუსეთის იერიშები არ წყდება
  • პრაიმტაიმი·20:06
    რობერტა მეცოლა: ევროკავშირს სჭირდება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ზრდას შეუწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს
  • რადიო თავისუფლება·19:31
    კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·20:33

ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის, ირანისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს

ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის, ირანისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს
BM.GE·20:21

ავიაკომპანია Norse Atlantic-მა ფრენები შეაჩერა და გაკოტრდა

ავიაკომპანია Norse Atlantic-მა ფრენები შეაჩერა და გაკოტრდა
BM.GE·20:10

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის 2027 წლის €199.7-მილიარდიან ბიუჯეტს ხელი მოაწერა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის 2027 წლის €199.7-მილიარდიან ბიუჯეტს ხელი მოაწერა
BM.GE·20:00

27 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

27 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.