„ბეშიქთაშის“ ფანების აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები - რა საფრთხე გაანეიტრალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„უეფას“ ევროპა ლიგის საფეხბურთო მატჩი ბათუმში, რომელიც არეულობასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა პროვოკაციების მოწყობა სცადეს, რასაც საპოლიციო დანაყოფების მხრიდან კანონით გათვალისწინებული საპასუხო ზომები მოჰყვა.
ირკვევა, რომ პროვოკაციები სტუმრებმა საზღვარზევე დაიწყეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, მასშტაბური პროვოკაციის აღსაკვეთად უწყებამ არაერთი შეურაცხმყოფელი ბანერი ამოიღო, რის შესახებაც თურქული მხარე ინფორმირებულია.
გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებს „უეფა“.
ვრცლად მაკუნა აბულაძის სიუჟეტში.
