პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი. დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება
ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის განვითარება.
„ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტის სამინისტროს შენობას. სპორტის სამინისტროს ახალი შენობა ექნება ამ სივრცეში. ეს კომპლექსი ასევე გააერთიანებს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, სპორტის კოლეჯს და პარალიმპიურ ცენტრს, ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტულ დარბაზებს, ტირისა და კლდეზე ცოცვის ცენტრებს.
ერთ შენობაში განთავსდება ფედერაციები და სპორტის განვითარების ფონდი. შესაბამისად, დაიზოგება სახსრები და ბუნებრივია, ეს სახსრები ისევ ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება.
ასევე ამ სივრცეში გაიხსნება მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული სპორტის მდიდარი ისტორია და ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციები.
ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენს ქვეყანაში და ახალი თაობების ჯანსაღი წესით აღზრდას. შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, სპორტის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
